2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპ ...
ცხადდება კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ ...
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
უნივერსიტეტი ულოცავს ქართველ მოჭიდავეებს ევროპის ჩემპიონატებზე მედლების მოპოვებას!
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ულოცავს ქართველ მოჭიდავეებს ევროპის ჩემპიონატზე მედლების მოპოვებას!
მიმდინარე წლის 10-16 თებერვლის ჩათვლით, იტალიის დედაქალაქ რომში, ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობის სამ დისციპლინაში (თავისუფალი, ბერძნულ-რომაული და ქალთა) გაიმართება, სადაც ქართველი მოჭდავეებიც იღებენ მონაწილეობას. ქართველები 10-10 ადამიანით იქნებიან წარდგენილნი თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილის წონით კატეგორიებში, ქალთა ნაკრები კი არ იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრებს რიგით მესამე მედალი - ვერცხლი, იური ლომაძემ (72 კგ) მოუტანა, რომელიც ფინალში გერმანელ ფრანკ სტებლერთან ანგარიშით 2-6 დამარცხდა. მანამდე კი ამირან შავაძემ (60 კგ) მსეამე ადგილისთვის შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე ჟამბოლატ ლოკიაევი ანგარიშით 6-6 (უპირატესობა) დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეპატრონა.
შედეგად, ამ ჩემპიონატზე საქრთველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა 4 მედლით: 2 ვერცხლითა და 2 ბრინჯაოთი დაასრულეს. ამგვარად, ჩვენი ეროვნული ნაკრები საბოლოო ჩათვლაში მეხუთე ადგილზე გავიდა, საპრიზო ადგილები კი სხვა ქვეყნებზე გადანაწილდა.
14 თებერვლიდან ასპარეზობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტსი სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი წარმატებებს უსურვებს მათ!
წყარო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანება