2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპ ...
ცხადდება კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ ...
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტური დავალებების ნიმუშები – გამოცდები 2020
თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცვლილებები საერთო სამაგისტრო გამოცდებსაც შეეხო, კერძოდ 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებს A, B და C ტიპის ტესტის არჩევა აღარ მოუწევთ, რაც დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას, ასევე მობილობისას წარმოქმნილი პრობლემების მოხსნასთან.
განხორციელებული სიახლის თანახმად, მაგისტრობის მსურველები ერთ ტესტს ჩააბარებენ, რომელიც კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. ამათგან წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაწილები დარჩება ისეთივე, როგორიც 2017-2019 წლების ტესტებში იყო.
იხილეთ 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შეცვლილი ტესტური დავალებების ნიმუშები
გაითვალისწინეთ, რომ მოცემული დავალებებიდან არც ერთი მათგანი არ იქნება გამოყენებული გამოცდაზე. მოცემული ინფორმაცია მხოლოდ ნიმუშებია და უმნიშვნელო ცვლილებები შეიძლება შეეხოს ცალკეულ მაგალითებსაც და მთლიანად ტესტის დიზაინსაც.
2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის შეცვლილი ტესტური დავალებების ნიმუშები
იხილეთ 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტური დავალებების ნიმუშები:
ანალიტიკური წერა
წაკითხულის გააზრება
ლოგიკური მსჯელობა
რაოდენობრივი მსჯელობა
სწორი პასუხები
ტესტის რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილის შესასრულებლად საჭირო ცნებებისა და დებულებების ჩამონათვალი
წყარო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი