/ სიახლე / ინტელექტუალური საკუთრების დისტანციური სწავლების კურსი...

ინტელექტუალური საკუთრების დისტანციური სწავლების კურსი

ინტელექტუალური საკუთრების დისტანციური სწავლების კურსი

 

გაცნობებთ, რომ 2020 წლის 9 მარტიდან 23 აპრილამდე ჩატარდება ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი. დისტანციური სწავლების კურსი შემუშავებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ და ქართულ ენაზე ადაპტირებულია საქპატენტის მიერ.

 

საქართველოში კურსი ხორციელდება საქპატენტის სასწავლო ცენტრის თანაორგანიზებით. კურსი უსასყიდლოა და განკუთვნილია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სისტემით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

 

ქართულენოვანი კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ WIPO-ს აკადემიის სერტიფიკატს. ასევე, ექნებათ შესაძლებლობა WIPO-ს აკადემიაში გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების თემატიკასთან დაკავშირებული  შემდგომი დონის სპეციალიზირებული უცხოენოვანი კურსები.

 

კურსზე რეგისტრაცია გრძელდება 2020 წლის 6 მარტამდე.

 

აღნიშნულ კურსზე დარეგისტრირება შესაძლებელია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის- საქპატენტის ოფიციალური ვებ-გვერდიდან: http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/

 

კურსის არწერილობა და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფაილში: კურსის აღწერილობა