2025-02-12
2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპ ...
2025-01-30
ცხადდება კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ ...
2025-01-29
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
ღია კარის დღეები ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება
ღია კარის დღეები, რომლებიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროებით ონლაინ რეჟიმში წარიმართება. აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეძლებათ.
თუ როდის განახლდება ღია კარის დღეები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
წყარო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი