2025-02-12
2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპ ...
2025-01-30
ცხადდება კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ ...
2025-01-29
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გასტანს. ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ბრიფინგი გაიმართა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მოუწოდა აბიტურიენტებს დროულად გაიარონ რეგისტრაცია. „მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპიანია, თუკი პირველი ეტაპი დასრულდება, მსურველები გამოცდებისთვის ვეღარ დარეგისტრირდებიან“ - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.
სოფიო გორგოძის თქმით, ღია კარის დღეები, რომლებიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ რეჟიმში წარიმართება. აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე შეეძლებათ.
დღესვე ცნობილი გახდა საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციის ვადები. რეგისტრაცია ორივე გამოცდისთვის 9 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 26 მარტის 18 საათზე დასრულდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია აბიტურიენტებმა ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge უნდა გაიარონ. ამ პროცესის უკეთ აღსაქმელად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის მოამზადა ვიდეორგოლი, რომელშიც რეგისტრაციის ინსტრუქცია დეტალურადაა ახსნილი.
დღეიდან აბიტურიენტებს წვდომა ექნებათ აბიტურიენტთა ელექტრონულ ცნობარზეც, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული. მასში მოცემულია 2020 წლის სიახლეები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, ხშირად დასმული კითხვები და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.
წყარო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი