/ სიახლე / საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 9 მარტს დაიწყე...

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 9 მარტს დაიწყება

საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 9 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და  26 მარტის 18 საათზე დასრულდება. 
მსურველები რეგისტრაციას გაივლიან ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.
რეგისტრაციის გავლამდე ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომელშიც იქნება დეტალური ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის შესახებ, ასევე სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი. 
განსხვავებით 2017-2019 წლებისგან, 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით, რაც სრულად მოხსნის პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.  ტესტი კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. 
ტესტურ დავალებათა ნიმუშები იხილეთ ბმულზე.
გაეცანით 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შეფასების ზოგად კრიტერიუმებს.
იხილეთ 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილის მაქსიმალური და მინიმალური ქულა  და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა. 
 
წყარო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი