შიდა მობილობა!
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
შოთა ხაბარელი მაია ცქიტიშვილს: მთელ სპორტულ საზოგადოებას აინტერესებს, თუ რა ბედი ელის სპორტის უნივერსიტეტს
„ჩვენ გვინდა, რომ სპორტის უნივერსიტეტმა დაიკავოს ნიში, რომელიც მას წლების განმავლობაში ჰქონდა. მას 80 წლის ისტორია აქვს და დღეს მას არ აქვს ისეთი ადგილი, სადაც სრულყოფილად მოხდება განათლების მიღება სპორტის მიმართულებით. მაინტერესებს, რა ბედი ელის სპორტის უნივერსიტეტს. ეს აინტერესებს მთელ სპორტულ საზოგადოებას“, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა ვიცე-პრემიერს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს მაია ცქიტიშვილს პლენარულ სხდომაზე.
„სპორტის უნივერსიტეტი დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. უნივერსიტეტს აქვს ავტორიზაციის პრობლემა, იმის გამო, რომ შენობა არის ცუდ მდგომარეობაში. ეს ის უნივერსიტეტია, რომელმაც ძალიან დიდი საქმე გააკეთა ქართული სახელმწიფოსთვის. გახსოვთ ყველას რა პროცესები მიმდინარეობდა იმ ავადსახსენებელ პერიოდში, ჩვენ ვიბრძოლეთ და 2012 წელს გაუქმებული უნივერსიტეტი აღვადგინეთ და სწორადაც მოვიქეცით. ამ წლებმა ძალიან დიდი დაღი დაასვა ქართულ სპორტს. დღეს რომ შეხვიდეთ სპორტულ დარბაზებში, სკოლებში, ფაქტობრივად, 70 პროცენტი პროფესიული მასწავლებლების და მწვრთნელების დეფიციტს განიცდის“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.