/ სიახლე / სტუდენტთა საგრანტო კონკურსი - რეგისტრაცია...

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი - რეგისტრაცია

2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 9 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 26 მარტის  18:00 საათზე დასრულდება. 
რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, რომელებსაც სურთ დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ აქვთ შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი.
რეგისტრაციის გავლამდე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური 10 ლარი.
რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო: 
1. ცენტრის ვებგვერდიდან  იხ. ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილის გვარი,  სახელი და პირადი ნომერი.
თანხა სრულად უბრუნდება აპლიკანტს, თუ 7 მაისის 18:00 საათამდე უარს იტყვის გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია აღნიშნულ ვადებში (26 მარტის  18:00 საათამდე) უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ აპლიკანტები ვეღარ დარეგისტრირდებიან.
სტუდენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2020 წლის 16 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა (ფორმა 100).
თუ სტუდენტი ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.
 
წყარო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი