/ სიახლე / სპორტის უნივერსიტეტში   ონლაინ  სწავლების პლატფორმა სრული დატვირთვით მიმდინარეობს...

სპორტის უნივერსიტეტში   ონლაინ  სწავლების პლატფორმა სრული დატვირთვით მიმდინარეობს

 დღეს მესამე კვირა სრულდება რაც საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი დისტანციური სწავლების ფორმატზეა გადასული და ონლაინ სწავლების პლატფორმა სრული დატვირთვით მუშაობს

  უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, სახლიდან გაუსვლელად, მიეწოდება საგანმანათლებლო პროგრამების სილაბუსებით გათვალისწინებული სასწავლო მასალა.

      უნივერსიტეტის რექტორის პროფესორ ჯემალ ძაგანიას განცხადებით ამ  რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კორონა ვირუსით გამოწვეულ  მიმდინარე პროცესებზე და ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა თუ რამდენ ხანს გაგრძელება ასეთი სიტუაცია,  თუმცა  უნივერსიტეტი მზად არის  აღნიშნულ ფორმატში იმუშაოს იმდენ ხანს რამდენიც იქნება საჭირო.