/ სიახლე / უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!...

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული ანგარიშის ფორმაში, რომელიც ეხებოდა აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულებას, განხორციელდა ცვლილებები.  ასევე, საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებით შემუშავდა და დამტკიცდა ,,მასწავლებლის მომზადებისა” და ,,ქართულ ენაში მომზადების” პროგრამებთან დაკავშირებით აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში“. იხ:

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში 

უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში 

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში 

დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შეფასებისათვის ასევე, შემუშავდა და დამტკიცდა ექსპერტთა დასკვნის ფორმები. იხ:

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ დასკვნა 

უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ დასკვნა 

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ დასკვნა

 

შეგახსენებთ, რომ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის შესახებ“ დოკუმენტში 2020 წელს ასახული ცვლილებების საფუძველზე, დაწესებულების მიერ წარდგენილ ანგარიშს შეისწავლის აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი, შესაბამისი დარგის ექსპერტი, ხოლო მის მიერ წარმოდგენილ დასკვნასა და დაწესებულების ანგარიშს, თანდართული დოკუმენტაციით,განიხილავს აკრედიტაციის საბჭო.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ info@eqe.ge-ზე.

 

წყარო: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი