შიდა მობილობა!
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო
სასწავლო უნივერსიტეტი
ბრძანება N 01-31
თბილისი 13 მაისი 2020 წ.
„საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ“
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, 35-ე მუხლის 1-2-3-4-5 პუნქტების, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 ოქტომბრის №01/745 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ- საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების 25-ე მუხლის 1-2-4 პუნქტებისა და 26-ე მუხლის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
2020 წლის 15 მაისიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად მწვრთნელთა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებზე შემდეგ სპეციალობებში:
-
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიის, მეთოდიკის, მენეჯმენტისა და სპორტის ისტორიის კათედრა.
- ფიზიკური აღზრდის თეორია და მეთოდიკა - პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
- სპორტისა და ოლიმპიზმის ისტორია - პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
- სპორტისა და ოლიმპიზმის ისტორია - ასოცირებული პროფესორი-1 (ერთი) საშტატო ერთეული;
-
ადამიანის ანატომიის, ფიზიოლოგიის, ბიოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრა.
- ადამიანის ანატომია -პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
- ზოგადი და სპორტის ფიზიოლოგია-პროფესორი-1(ერთი) საშტატო ერთეული;
- ბიოლოგია - პროფესორი - 1(ერთი) საშტატო ერთეული;
-
სპორტული მედიცინისა და კინეზიოლოგიის კათედრა
- სპორტული მედიცინა - პროფესორი - 1(ერთი) საშტატო ერთეული;
-
ბიომექანიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრა.
- ბიომექანიკა - პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
-
ქართული და უცხო ენების კათედრა
- ინგლისური ენა - პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
-
სპორტის გამოყენებითი სახეების და ორთაბრძოლების კათედრა (ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, კრივი, აღმოსავლური ორთაბრძოლები, ტყვიის სროლა, ფარიკაობა).
- ჭიდაობა (ძიუდო) - პროფესორი -1(ერთი) საშტატო ერთეული;
-
სპორტის მასობრივი სახეების კათედრა (მძლეოსნობა, ტანვარჯიში, სპორტის საწყალოსნო სახეები).
- ტანვარჯიში - პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
- ცურვა - პროფესორი -1 (ერთი) საშტატო ერთეული;
-
პედაგოგიკის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრა.
- ზოგადი და სპორტის ფსიქოლოგია - პროფესორი -1 (ერთი) საშტატო ერთეული;
- ზოგადი და სპორტის სოციოლოგია - ასოცირებული პროფესორი -1 (ერთი) საშტატო ერთეული;
-
სპორტთამაშების კათედრა. (ფეხბურთი, ჩოგბურთი, ხელბურთი, რაგბი, კალათბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და მოძრავი თამაშები)
- ხელბურთის თეორია და მეთოდიკა - პროფესორი -1 (ერთი) საშტატო ერთეული;
- ფრენბურთის თეორია და მეთოდიკა - პროფესორი ½ საშტატო ერთეული.
საკონკურსო თანამდებობაზე არჩევის წინაპირობები
სასწავლო უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 6 წლის გამოცდილება.
- სასწავლო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 3 წლის გამოცდილება.
- 3. სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 28 თებერვლისN01-27 ბრძანებით დამტკიცებული „საკონკურსო კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისათვის“ შესაბამისად:
- პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება მიენიჭება იმ პირს, რომელიც დააგროვებს: − მინიმუმ 180 ქულას,
- ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება მიენიჭება იმ პირს, რომელიც დააგროვებს: − მინიმუმ 120 ქულას, ამასთან:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის მაძიებელისათვის აუცილებელია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ჰქონდეს 2 პროფილური სტატია Ebsco, Scopus, Elsevier ან Thomson Reuters- ის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებში შემავალ რომელიმე საერთაშორისო ჟურნალებში.
ასოცირებული პროფესორისათვის თანამდებობის მაძიებელისათვის აუცილებელია, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ჰქონდეს 1 პროფილური სტატია Ebsco, Scopus, Elsevier ან Thomson Reuters- ის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებში შემავალ რომელიმე საერთაშორისო ჟურნალებში.
შენიშვნა:
- ეს სტატიები თუ შესრულებულია რამოდენიმე ავტორის მიერ, აუცილებელია, რომ პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის მაძიებელი პირი მითითებული იყოს პირველ ავტორად;
- ყოველი გამოქვეყნებული სტატია, რომელსაც კონკურსანტი წარმოადგენს, ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს საკონკურსოდ გამოცხადებულ სპეციალობას.
- იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტები თანაბარ ქულებს დააგროვებენ, უპირატესობა მიენიჭება იმას, ვისაც უფრო მეტი სტატია ექნება გამოქვეყნებული Ebsco, Scopus, Elsevier ან Thomson Reuters- ის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებში შემავალ რომელიმე საერთაშორისო ჟურნალებში.
- პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
- სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით და აკადემიური საბჭოს დადგენილებით.
კონკურსში მონაწილე კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- CV ;
- დიპლომის ასლი;
- სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, სათანადოდ დამოწმებულ ასლთან ერთად;
- ორი ფოტოსურათი 3X4;
- სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი,რომლის წაყვანასაც გეგმავს კონკურსანტი სასწავლო უნივერსიტეტში, როგორც ნაბეჭდი ისე ელექტრონული ვერსია (ელექტრონული ვერსია შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას დისკით ან გამოგზავნილი იქნას უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე info@sportuni.edu.ge;
- ბოლო 5 წელიწადში განხორციელებული კვლევითი პროექტების ანოტაცია და გამოქვეყნებული შრომების ნუსხა;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ;
საბუთების მიღება შესაბამის ფაკულტეტის დეკანატში დაიწყოს გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, 2020 წლის 15 ივნისიდან 2020 წლის 3 ივლისის ჩათვლით, ყოველ დღე 10:00-დან 15:00 საათამდე.
საბუთების განხილვა მოხდეს 2020 წლის 6 ივლისიდან 17ივლისის ჩათვლით.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2020 წლის 21ივლისს, შესაბამისი საკონკურსო კომისიის საინფორმაციო დაფასა და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.Sportuni.edu.ge .
კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდეს 2020 წლის პირველი აგვისტოდან.
კონკურსი ტარდება სწავლების პირველ და მეორე საფეხურებზე (საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები)
კონკურსანტს უფლება აქვს კონკურსის შედეგების გამოქვეყნებიდან 2 დღის განმავლობაში შეიტანოს განცხადება/საჩივარი საკონკურსო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივარი არ მიიღება.
კონკურსის ჩატარების დებულება და აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი იხილეთ ვებგვერდზე (www.Sportuni.edu.ge).
საკონტაქტო ტელეფონი: 225 00 40