შიდა მობილობა!
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა საქართველოს უნივერსიტეტების საშუალებით
გაეროს ბავშვთა ფონდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით მართავს პირველ საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში, რათა გაჩნდეს სივრცე ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლა-სწავლებისთვის, გაძლიერდენენ შესაბამისი სპეციალისტები და დაცულ იქნას ბავშვთა უფლებები ყოველდღიურად ოჯახებში, სკოლებსა და საზოგადოებაში.
ორდღიანი კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, აგრეთვე სკოლის მასწავლებლებსა და სპეციალისტებს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებიდან.
ფორუმი წარმოადგენს სივრცეს დისკუსიებისთვის და ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების, მასწავლებლებისა და სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების პრეზენტაციებისთვის. დისკუსიების ფოკუსი იქნება უნივერსიტეტების როლი ბავშვთა უფლებების ხელშეწყობასა და სოციალურ ნორმებზე ზეგავლენაზე.
კონფერენციაზე უნივერსიტეტები წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო პროგრამებში ბავშვთა უფლებების მომავალი ადვოკატების მოსამზადებლად განათლების, სამართლის, ბიზნესის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.
კონფერენცია ჩატარდება 2020 წლის 1-2 ოქტომბერს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ. ქუთაისში.
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა - 20 ივლისი, 2020
ესეების გამოგზავნის ბოლო ვადა - 30 ივლისი, 2020
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდებს: www.unicef.org/georgia და www.atsu.edu.ge სადაც განთავსებული იქნება ინფორმაცია კონფერენციაზე რეგისტრაციის, სამეცნიერო საბჭოს, თეზისების
შერჩევის, სტუდენტური კონკურსისა და კონფერენციის დეტალური პროგრამის შესახებ.
იხილეთ დანართი:
მოწვევა კონფერენციის მოხსენებების წარმოსადგენად