2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპ ...
ცხადდება კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ ...
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
“წიგნების თაროს” მე-5 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია დაიწყო!
მე-5 სტუდენტური სეზონი:
“წიგნების თაროს” მე-5 სტუდენტურ სეზონში მონაწილეობის მსურველმა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:
- შექმნან სამი სტუდენტისგან შემდგარი გუნდი, შეავსონ აპლიკაცია საიტზე www.registracia.wignebistaro.ge და დარეგისტრირდნენ.
- დარეგისტრირებულ გუნდებთან მოეწყობა გასაუბრება, რომლის შედეგადაც “წიგნების თაროს” შემოქმედებითი ჯგუფი გამოავლენს გადაცემაში მონაწილე 16 გუნდს.
თითოეული უმაღლესი სასწავლებლიდან გადაცემაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდული არაა.
გუნდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- გუნდის თითოეული წევრი 2020-2021 სასწავლო წელს უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი.
- გუნდის სამივე წევრი უნდა იყოს ერთი და იმავე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი.
- გუნდის რომელიმე წევრი არ უნდა იყოს „წიგნების თაროს“ წინა სეზონების გამარჯვებული.
რეგისტრაციის ვადები - 01.09.2020 - 20.09.2020
პირველი არხი პროექტის მონაწილეებს წიგნებს და სხვადასხვა საჩუქარს გადასცემს, გამარჯვებული გუნდის სამივე მონაწილე კი - დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება!
“წიგნების თაროს” შესახებ
“წიგნების თარო” ახალგაზრდული შოუა, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს.
თამაში 3 ეტაპისგან შედგება:
პირველ ეტაპზე გუნდები 9 ლიტერატურულ რაუნდს თამაშობენ. კითხვის დასმისთანავე გაცემული თითოეული სწორი პასუხი 3 ქულით ფასდება, დამატებითი დროის განმავლობაში გამოცნობის შემთხვევაში - 2 ქულით, ხოლო თუ ამის შემდეგ წამყვანის მინიშნება გახდა საჭირო პასუხის გასაცემად - სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება.
მეორე ეტაპი სამი რაუნდისგან შედგება, სადაც მოთამაშეები ინდივიდუალურად ეჯიბრებიან ერთმანეთს ხელოვნებაში, მეცნიერებასა და სპორტში. კითხვის დასმისთანავე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით, დამატებითი დრო და წამყვანის მინიშნება ამ ეტაპზე არ მოქმედებს.
მესამე ეტაპით თამაშს ასრულებს ბლიც-ტური - ბლიცში მხოლოდ ერთი სტუდენტი მონაწილეობს, რომელსაც გუნდი თავად ირჩევს. მისი ამოცანაა რაც შეიძლება მეტ კითხვას უპასუხოს ერთი წუთის განმავლობაში. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ჯამურად მეტ ქულას დააგროვებს.
საკონტაქტო ინფორმაცია: 598491956; 555387592