/ სიახლე / ყურადღება ! ცხადდება კონკურსი...

ყურადღება ! ცხადდება კონკურსი

 

სსიპ -საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადეებს კონკურსს  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად.

         1. არჩევნები ჩატარდება 2020 წლის 2 ოქტომბერს.

         2. კანდიდატთა რეგისტრაცია  იწარმოებს 2020 წლის 15 სექტემბერიდან 2020 წლის    

          28  სექტემბრის 15.00 საათამდე.

 

        3.  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების ან/და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი კვალიფიკაციით და  არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილებით ბოლო 10 წლის მანძილზე (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტი).
  • სწავლების უმაღლესი განათლების საფეხურზე არსებული ძირითადი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა- B2 დონე; ქართული ენის ცოდნა C2 დონეზე;
  • კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების  (Ms Word, Ms Excel, Internet Explorer, Ms Power Point ) კარგად ცოდნა;

 

         4. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საარჩევნო კომისიაში უნდა

           წარმოადგინონ  შემდეგი   საბუთები:

  • აკადემიური ხარისხის   დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული);
  • უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • 2 ფოტო სურათი (ზომით 3x4 სმ).

 

     5.კონკურსში მონაწილე კანდიდატთა საბუთები მიიღება უნივერსიტეტის

          ადმინისტრაციულ შენობაში. მის:  ჭავჭავაძის 49,  პირველი  სართული,  კანცელარია.  

     6. საბუთების მიღება იწარმოებს ყოველ დღე (შაბათ -კვირის გარდა)11:00-დან

           15:00 საათამდე. საკონტაქტო პირი - მარიამ მაისურაძე, მობილური  595 407 374.