2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპ ...
ცხადდება კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ ...
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება დაიწყო და გაგრძელდება 23 სექტემბრის ჩათვლით!!!
აპლიკანტებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წამოადგინონ დაწესებულების კანცელარიაში 12.00-დან 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), ან გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: info@sportuni.ge
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV) - ქართულ ენაზე;
გ) უმაღლესი განათლების ან სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი (ნოტარიულად დამოწმებული);
დ) ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით (ცნობა აპლიკანტმა უნდა გამოითხოვოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან (NAEC));
ე) ელექტრონული ფოტოსურათი (პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში კი, ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ფოტოსურათი (3x4) და ფოტოსურათის ელვერსია CD-დისკზე ჩაწერილი);
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ზ) განცხადება რექტორის სახელზე - დანართი 1.
შიდასაუნივერსიტეტო ტური ჩატარდება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტში 26 სექტემბერს (ზუსტ დროსთან დაკავშირებული ინფორმაცია დაიდება საიტზე მიმდინარე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ).
შიდასაუნივერსიტეტო ტურის შეფასების კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
საკონტაქტო პირი: პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან ქობალია - 577 555 322