2025-03-31
საქართველოს ბანკის სტიპენდია
2025-03-26
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ახალი პრეზიდენტი ჰყ
2025-03-11
გენდერული თანასწორობა სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაშ
ყურადღება! ცხადდება კონკურსი
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
აცხადეებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებელად
- 2020 წლის 20 ოქტომბრიდან ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად მწვრთნელთა ფაკულტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიის, მეთოდიკის, მენეჯმენტისა და ისტორიის კათედრაზე, საგანში - საერთაშორისო სპორტის დიპლომატიური საფუძვლები - 1 (ერთი) ერთეული.
- საბუთები მიღება შესაბამის ფაკულტეტის დეკანატში დაიწყოს გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, 2020 წლის 21 ნოემბრიდან - 2020 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღე 10:00-დან 15:00 საათამდე.
- საბუთების განხილვა მოხდეს 2020 წლის 8 დეკემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით.
- კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2020 წლის 15 დეკემბერს შესაბამისი საკონკურსო კომისიის საინფორმაციო დაფასა და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: Sportuni.edu.ge
- კონკურსში გამარჯვებულ პირთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდეს 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 15 დეკემბრამდე.
- კონკურსი ტარდება სწავლების პირველ საფეხურებზე (საბაკალავრო პროგრამა).
საკონკურსო თანამდებობაზე არჩევის წინაპირობები
- სასწავლო უნივრსიტეტში ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 4 (ოთხი) წის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
- ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება მიენიჭება იმ პირს, რომელიც დააგროვებს: − მინიმუმ 120 ქულას, სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 28 თებერვლის N01-27 ბრძანებით დამტკიცებული „საკონკურსო კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისათვის“ შესაბამისად:
კონკურსში მონაწილე კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- CV ;
- დიპლომის ასლი;
- სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, სათანადოდ დამოწმებულ ასლთან ერთად;
- ორი ფოტოსურათი 3X4;
- სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, რომლის წაყვანასაც გეგმავს კონკურსანტი სასწავლო უნივერსიტეტში, როგორც ნაბეჭდი ისეე ელექტრონული ვერსია, (ელექტრონული ვერსია შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას დისკით ან გამოგზავნილი იქნას უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე edu.ge);
- ბოლო 5 წელიწადში განხორციელებული კვლევითი პროექტების ანოტაცია და გამოქვეყნებული შრომების ნუსხა;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
კონკურსანტს უფლება აქვს კონკურსის შედეგების გამოქვეყნებიდან 2 დღის განმავლობაში შეიტანოს განცხადება/საჩივარი საკონკურსო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივარი არ მიიღება.
კონკურსის ჩატარების დებულება და აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი იხილეთ ვებგვერდზე (www.Sportuni.edu.ge).
საკონტაქტო ტელეფონი : 2 25 00 40