საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფ ...
საქართველოს პირველი გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში უ ...
ყურადღება! ცხადდება კონკურსი
საერთაშორისო კონფერენცია „სპორტი და ინოვაციები“
სპორტისა და ინოვაციების მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ბუდაპეშტის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტისა და ბალატონ ბოგლარის ხელბურთის ეროვნული აკადემიის ორგანიზებით ტარდება, გაიმართება 2021 წლის 19-21 მაისს უნგრეთის დედექალაქ ბუდაპეშტში.
კონფერენცია მოიცავს შემდეგ ძირითადი თემებს:
- A. სპორტის ინოვაციური სოციალური როლი;
- ინოვაციური დაგეგმვა და პრაქტიკა სპორტისკონკრეტულ სახეობებში;
- C. სპორტული ინოვაციები ცხოვრების ჯანსაღ წესსა და შრომისუნარიანობის განვითარებაში;
- თანამედროვე მეთოდები სპორტულ პედაგოგიკაში;
- ინოვაციების გამოყენება სპორტში გადაწყვეტილების მიღებისას;
- F. სპეციალური სპორტული ტექნოლოგიები ვარჯიშებისათვის, შეჯიბრებებისათვის და რეაბილიტაციისათვის
- G. დასვენების და სპორტის თანამედროვე ტენდენციები;
- ინფორმატიკა, სტატისტიკა და ანალიტიკა: სპორტის მეცნიერება და შრომის უნარიანობის განვითარება;
- ინოვაციური ბაკალავრის საფეხურის შემდგომი განათლება სპორტის ექსპერტებისათვის;
- სპორტული ობიექტებისა და სპორტული ღონისძიებების უსაფრთხოების ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნა და მართვა;
- სპორტის დაფინანსების ეფექტური მეთოდები და თანამედროვე ტენდენციები სპორტის ეკონომიკაში
- ქალები - ლიდერები სპორტში;
- M. სტარტაპები სპორტის ეკონომიკაში
- კიბერ სპორტი
კონფერენციაზე ასევე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- სპორტული ტურიზმი
- კომპლექსური სარეაბილიტაციო მომსახურება
- ხელბურთის წვრთნის ინოვაციური მეთოდები (NEKA-ს სერტიფიკატი);
- ათლეტური უნარებისა და დინამიკის განვითარება სპორტულ თამაშებში;
- სპორტის აკადემიები სპორტის მენეჯმენტისა და სპორტის ეკონომიკის გათვალისწინებით;
- ანალიტიკა სპორტული ფსიქოლოგიაში;
- წვრთნა და სწავლება / ცხოვრებისეული ბალანსი სპორტის აკადემიებში;
- სიცოცხლის ხანგრძლივობის მოდელი ქალი სპორტსმენებისთვის;
- თვით ბრენდინგი და კომუნიკაცია;
- სპორტული დიპლომატია;
- ინოვაციური დასვენება და საწყალოსნო სპორტი
მოხსენების თეზისები ინგლისურ ან უნგრულ ენაზე უნდა იყოს წარმოდგენილი 2020 წლის 30 დეკემბრამდე მისამართზე: international@tf.hu თქვენი წერილის თემაში უნდა იყოს მითითებული "Sportinno 4"
. ინფორმაცია კონფერენციის შესახებ მისაწვდომია იქნება UPE-ს მთავარ ვებგვერდზე https://english.tf.hu/all-news/2428-4-sports-and-innovation-international-conference. თქვენს რეფერატში მიუთითეთ ანბანის კოდი.
განაცხადი უნდა მოიცავდეს:
- ავტორის სრულ სახელსა და გვარს, სტატუსს (აფილირებული/მოწვეული; ასოცირებული/ასისტენტი) და ელექტრონული ფოსტის მისამართს;
- პრეზენტაციის სათაურს;
- აბსტრაქტის მოცულობა - მაქსიმუმ 350 სიტყვა, რომელიც შეაჯამებს ნაშრომის ძირითად მიგნებებს;
- განცხადებას, რომელშიც მითითებული იქნება თუ რომელი პროგრამის საშუალებით იქნება პრეზენტაცია მომზადებული, მაგ: Power Point და დასჭირდება თუ არა ავტორს პრეზენტაციის დროს ინტერნეტთან წვდომა.
- ავტორის ან ავტორების მოკლე ბიოგრაფია, მაქსიმუმ 250 სიტყვა.