2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპ ...
ცხადდება კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ ...
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური ონლაინ კონფერენცია „ჯანმრთელობა და სპორტი“ - ინსტრუქციები
საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური ონლაინ კონფერენცია „ჯანმრთელობა და სპორტი“
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი 2021 წლის 12-13 აპრილს ჩაატარებს საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციას „ჯანმრთელობა და სპორტი“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, როგორც საქართველოდან ასევე უცხოეთიდან.
- კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში Zoom-ის პლატფორმაზე.
- კონფერენციაზე განიხილება სპორტსმენთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემების ფართო სპექტრი.
- კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული.
- პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო შეადგენს 15 წუთს: 10 წუთი მოხსენებისთვის და 5 წუთი კითხვა-პასუხებისთვის.
- სტატიები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: ph.m.r.f@sportuni.edu.ge .
- სტატიების მიღება დაიწყება 2020 წლის 24 ნოემბერს.
- სტატიის მიღების ბოლო ვადა: 12 მარტი, 2021.
სტატიის გაფორმების მოთხოვნები:
- სტატიები მიიღება მომხსენებლის ენაზე.
- სტატიის მოცულობა - 3 სრულ გვერდამდე (А4 ფორმატის - 210-297mm), მათ შორის გამოყენებული ლიტერატურის სია, ცხრილები და სურათები.
- ტექსტის რედაქტირება: Microsoft Word 2010/2013/2016.
- გვერდის საზღვრები ყველა მხრიდან - 2.0 სმ.
- შრიფტი: Sylfaen, ზომა - 12 pt.
- ხაზებს შორის ინტერვალი - 1, გასწორება გვერდის სიგანეზე. აბზაცები უნდა იწყებოდეს 1.0 სმ-ის დაშორებით.
- სტატიის სათაური და ქვესათაურები უნდა იყოს აკრეფილი სქელი შრიფტით და ცენტრში განთავსებული.
- უნდა იყოს მითითებული ყველა ავტორის სახელი და გვარი, სამეცნიერო წოდება და ხარისხი, ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, მთავარ ავტორს უნდა ჰქონდეს აგრეთვე მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- სტატიას ბოლოში უნდა ჰქონდეს მითითებული ინგლისურ ენაზე სტატიის სათაური, ინფორმაცია ავტორების შესახებ, მოკლე (200-300 სიტყვა) აბსტრაქტი და 4-6 საკვანძო სიტყვა.
- ტექსტში გამოყოფილი უნდა იყოს შემდეგი სექციები: შესავალი, ამოცანები, მასალები და მეთოდები, კვლევის შედეგები, განხილვა, დასკვნა და ლიტერატურის სია.
- ლიტერატურის სია პირველი ავტორების გვარების მიხედვით ანბანით უნდა იყოს დალაგებული (მაქსიმუმ 6 წყარო). მიუთითეთ ჯერ ქართული, შემდეგ რუსული და ბოლოს ლათინურენოვანი წყაროები (ავტორების გვარები და ინიციალები, სტატიის სათაური, ჟურნალის დასახელება, წელი, ჟურნალის ნომერი, პირველი და ბოლო გვერდები). მონოგრაფიის შემთხვევაში მიუთითეთ გამოცემის წელი, ადგილი და გვერდების რაოდენობა. ტექსტში კვადრატულ ფრჩხილებში უნდა მიუთითოთ ციტირებული ავტორის შესაბამისი ნომერი ლიტერატურის სიის მიხედვით.
კონფერენციის დამთავრების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ შეთავაზებას მოამზადონ დეტალური სტატიები ინგლისურ ენაზე საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში გამოსაქვეყნად. კონფერენციის სტატიები გამოქვეყნდება ჟურნალის ცალკე ნომერში. სტატიის მოცულობა უნდა შეადგენდეს A4 ფორმატის 4-8 გვერდს (შრიფტი: Sylfaen, შრიტის ზომა - 12 pt, ხაზებს შორის ინტერვალი - 1).