/ სიახლე / სპორტის უნივერსიტეტში ჩატარდა მოხსენება - „როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია...

სპორტის უნივერსიტეტში ჩატარდა მოხსენება - „როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია

2020 წლის 22 დეკემბერს, სპორტის უნივერსიტეტში, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალება Zoom ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, ჩატარდა საჯარო მოხსენება სახელწოდებით „როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია“. მოხსენება წარმოადგინა სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის უფროსმა, გიორგი ზუბიტაშვილმა.

აღნიშნული ღონისძიება, როგორც სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში კომპეტენციების ზრდაზე მიმართული აქტივობა, შეეხო ისეთ საკითხებს, რომლებიც ქვაკუთხედს წარმოადგენენ ძლიერი და მეთოდოლოგიურად გამართული სტატიის დაწერის პროცესში. მოხსენების ფარგლებში აქცენტი გაკეთდა აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვაზე, განხილულ იქნა პლაგიატის სახეები და მისი თავიდან აცილების საშუალებები.

შეხვედრას დაესწრნენ სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.

მოხსენება ჩაწერილ იქნა ვიდეოზე, რომელიც პრეზენტაციასთან ერთად დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.