/ სიახლე / სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო ონლაინ კონფერენცია - „წვრთნისა და რეაბილიტაციის ...

სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო ონლაინ კონფერენცია - „წვრთნისა და რეაბილიტაციის საკითხები სპორტში“

2020 წლის 25 დეკემბერს, სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის ორგანიზებით და ფაკულტეტების აქტიური მხარდაჭერით, ჩატარდა სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო ონლაინ კონფერენცია. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ასევე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.

 

კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებას შორის და კითხვა-პასუხისა და აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მომხსენებლებს გადაეცათ შესაბამისი ელექტრონული სერტიფიკატები.

 

უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს ამ და სხვა მსგავსი სახის აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდა კადრის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ეფექტურ ჩართვას უკავშირდება; ეხმარება მათ კვლევის ეთიკური და აკადემიური კეთილსინდისიერების ღირებულებების დამკვიდრებაში.

 

პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.