შიდა მობილობა!
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
ყურადღება!
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2021 წლის 8 იანვრიდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემდეგ სპეციალობებზე:
1.სპორტული ღონისძიებების მართვა - პროფესორი- 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
2.სპორტის ეკონომიკა, მიკრო და მაკრო ეკონომიკა - ასოცირებული პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
3.ლიდერობა - ასოცირებული პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
4.ადამიანური რესურსების მენეჯმენტი სპორტში, სტრატეგიული მენეჯმენტი – ასოცირებული პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
5.ბიზნესი და სპორტი, ბიზნესის საფუძვლები - ასოცირებული პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
6.სპორტის მარკეტინგი, სპორტული ღონისძიებების მართვა - ასისტენტ პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
საკონკურსო თანამდებობაზე არჩევის წინაპირობები
- პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი რომელსაც აქვს სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება. პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება მიენიჭება იმ პირს, რომელიც დააგროვებს: მინიმუმ 180 ქულას, სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 28 თებერვლის N01-27 ბრძანებით დამტკიცებული „საკონკურსო კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისათვის“ შესაბამისად.
- ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება მიენიჭება იმ პირს, რომელიც დააგროვებს: მინიმუმ 120 ქულას, სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 28 თებერვლის N01-27 ბრძანებით დამტკიცებული „საკონკურსო კრიტერიუმები
აკადემიური პერსონალისათვის“ შესაბამისად:
- ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 წლის ვადით.
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება მიენიჭება იმ პირს, რომელიც დააგროვებს: − მინიმუმ 80 ქულას, სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 28 თებერვლისN01-27 ბრძანებითდამტკიცებული „საკონკურსო კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისათვის“ შესაბამისად:
კონკურსში მონაწილე კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- CV
- დიპლომის ასლი;
- სამეცნიერო ხარისხის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის დედანი, სათანადოდ დამოწმებულ ასლთან ერთად;
- ორი ფოტოსურათი 3X4;
- სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, რომლის წაყვანასაც გეგმავს კონკურსანტი სასწავლო უნივერსიტეტში, წარმოდგენილ იქნას ელექტრონული ვერსია (ელექტრონული ვერსია შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას დისკით ან გამოგზავნილი იქნას უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე: info@sportuni.ge.)
- ბოლო 5 წელიწადში განხორციელებული კვლევითი სამუშაოების ანოტაცია და გამოქვეყნებული შრომების ნუსხა
- სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
საბუთები მიღება დაიწყოს გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, 2021 წლის 8 თებერვლიდან - 2021 წლის 22 თებერვლის ჩათვლით, ყოველდღე 10:00-დან 15:00 საათამდე უნივერსიტეტის კანცელარიაში და/ან უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე: info@sportuni.edu.ge.)
საბუთების განხილვა მოხდეს 2021 წლის 23 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2021 წლის 2 მარტს შესაბამისი საკონკურსო კომისიის საინფორმაციო დაფასა და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: Sportuni.edu.ge.
კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2021 წლის 15 მარტიდან.
კონკურსანტს უფლება აქვს კონკურსის შედეგების გამოქვეყნებიდან 2 დღის განმავლობაში შეიტანოს განცხადება/საჩივარი საკონკურსო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივარი არ მიიღება.
საკონტაქტო ტელეფონი : 225 00 40