შიდა მობილობა!
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
- მობილობის მსურველი სტუდენტების ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/ რეგისტრაციის ვადები - 28 იანვრიდან 8 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით;
- დოკუმენტების უნივერსიტეტში წარდგენა - 10 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით (დოკუმენტეციის წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული სახით info@sportuni.ge);
- შიდა სპორტული ტური ჩატარდება 16 თებერვალს 12:00 საათზე (მხოლოდ ,,ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი) საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მსურველებისთვის); იხილეთ ნორმატივები
- სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 11 თებერვლიდან - 2021 წლის 16 თებერვლის ჩათვლით;
- სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის ან უარის წერილობითი დადასტურება 11 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათლით;
ვაკანტური ადგილების რაოდენობა:
მწვრთნელთა ფაკულტეტი:
- ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 9 ვაკანტური ადგილი;
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 4 ვაკანტური ადგილი;
- ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 1 ვაკანტური ადგილი;
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი:
- ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 8 ვაკანტური ადგილი;
- ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 1 ვაკანტური ადგილი;
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
საბაკალავრო და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატის და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში) / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
ზ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო) გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);
თ) ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანების ასლი;
ი) გამომშვებ უნივერსიტეტსა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროგრამის სწავლების ენის განსხვავების დროს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა დაადასტუროს შესაბამისი ენობრივი კომპეტენცია.
ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლი / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);
გ) „სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ” ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);
დ) 1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.
განცხადება
ნორმატივები ,მისაღები გამოცდების ( სპორტული) დებულება
საკონტაქტო ინფორმაცია:
medicinareabilitacia@gmail.com ნათია თოლორდავა 551379494
coaches.faculty@gmail.com ნინო ლორთქიფანიძე 577907766