საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებული სტიპენდიების შესახებ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში
მიმდინარე წლის 29 იანვარს N39825 კორესპონდენციით შემოვიდა ინფორმაცია ლატვიის
განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2021-2022 სასწავლო წლისთვის
საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებული
სტიპენდიების შესახებ.
სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს
ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის
საშუალებით http://www.viaa.gov.lv/scholarships მ/წ 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით.
ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო ასევე აცხადებს მიღებას
საზაფხულო კურსზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია პირველი თებერვლიდან
გამოქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე.