/ სიახლე / ...

  • სპორტულ ტურში მონაწილე აბიტურიენტების მიერ უნივერსიტეტში საბუთების წარმოდგენის ვადა - 29 მარტიდან 10 მაისის ჩათვლით;
  • აბიტურიენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N100);
  • 2 ფოტოსურათი (ზომა 3 x 4 ) და ელვერსია CD;
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბაზაში www.online.naec.ge რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სპორტულ ტურზე მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დანიშნულებაში აბიტურიენტის პირადი ნომრის, სახელისა და გვარის მითითებით (სპორტულ ტურში მონაწილეობის საფასურია 10 ლარი. თანხის შეტანა ხდება სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახაზინო კოდზე 709 027 519);
  • დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეებისა) 10 სთ-დან 17 სთ-მდე უნივერსიტეტის კანცელარიაში მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. N49;