შიდა მობილობა!
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია ახალ საზოგადოებას შორის მემორანდუმი გაფორმდა
2021 წლის 13 აპრილს, სპორტის უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია ახალ საზოგადოებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები, აღიარებენ რა, ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდისა და სპორტის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, გამოხატავენ მზაობას შემდგომი თანამშრომლობისთვის.
თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტი ორგანიზაცია ახალი საზოგადოების სპორტულ პროექტში „გარდასახვა“ მწვრთნელებად ჩართავს თავის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება კლუბი შშმ პირებისთვის, ხოლო ბავშვები მრავალშვილიანი ოჯახებიდან უფასოდ ჩაერთვებიან სპორტული კლუბის მიერ დაგეგმილ აქტივობებში. უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს კლუბის წევრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას მის საკუთრებაში არსებულ ბაზებზე. უნივერსიტეტი ასევე უმასპინძლებს მხარეების მიერ ერთობლივად დაგეგმილ ყველა სპორტულ ღონისძიებას.
ორგანიზაცია ახალი საზოგადოება სპორტის უნივერსიტეტის მწვრთნელთა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის - ლუკა ქამუშაძის დაარსებულია და მისი მიზანია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, ურთიერთობებისა და მიდგომების ჩამოყალიბება.