/ სიახლე / სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის მადრიდის ალკალას უნივერსიტეტის ...

სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის მადრიდის ალკალას უნივერსიტეტის პროფესორმა მასტერკლასი გამართა

2021 წლის 20 მაისს სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა მასტერკლასი ფიზიკური განათლების სწავლების მეთოდების შესახებ. მასტერკლასს უძღვებოდა მადრიდის ალკალას უნივერსიტეტის დოქტორი, პროფესორი როდრიგო რეი ვიეხო. აღსანიშნავია, ის საქართველოში სპორტის უნივერსიტეტის ბაზაზე ატარებდა კვლევას თავისი სადოქტორო ნაშრომისთვის. ნაშრომის თემაა საქართველოში ფიზიკური აღზრდის მასწავლებელთა და პროფესიონალთა მომზადება.

შეხვედრა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა და დაესწრო 48 მონაწილე. შეხვედრის სამუშაო ენა იყო ინგლისური, უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანი.

მასტერკლასი შემდეგ თემებს მოიცავდა:

 

  • ფიზიკური განათლება ესპანეთში - ფიზიკური აღზრდა არსებული განათლების სისტემის პირობებში
  • საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიული შესაძლებლობები
  • ფიზიკური დატვირთვა და სპორტი
  • სკანდინავიური  ღია სივრცეში ჩასატარებელი პროგრამები
  • ფიზიკური აღზრდის მასწავლებლების სახელმძღვანელოები, რესურსები და დავალებები
  • სადოქტორო ნაშრომის მოკლე განხილვა, რომელის მთავარი მიზანი იყო საქართველოში 2017-2019 წლებში ფიზიკური აღზრდის პედაგოგების ტრენინგების შესწავლა
  • ინკლუზიური განათლების განხილვა საქართველოს რეალობაში
  • გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები საქართველოში.