/ სიახლე / ცხადდება მობილობა 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის...

ცხადდება მობილობა 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

ყურადღება!

ცხადდება მობილობა

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

 

  • მობილობის მსურველი სტუდენტების ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/ რეგისტრაციის ვადები - 16 აგვისტოდან - 30 აგვისტოს00 საათამდე.
  • დოკუმენტების უნივერსიტეტში წარდგენა - 3 სექტემბრიდან  15 სექტემბრის   ჩათვლით (დოკუმენტეციის წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული სახით info@sportuni.ge);
  • შიდა სპორტული ტური ჩატარდება 15 სექტემბერს 9:00 სთ-ზე (მხოლოდ ,,ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი) საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მსურველებისთვის. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. N49);
  • სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 3 სექტემბრიდან - 2021 წლის 16 სექტემბრის  ჩათვლით;
  • სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის ან უარის წერილობითი  დადასტურება 3 სექტემბრიდან 16  სექტემბრის  ჩათლით;

 

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე და შემდგომ ჩარიცხული პირებისათვის, მობილობის წესით მიღება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით.

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მსურველი პირი ვალდებულია ჩაბარებული ჰქონდეს ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენა, ბიოლოგია და მათემატიკა/ფიზიკა ან ქიმია.

 

 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა:

 

მწვრთნელთა ფაკულტეტი:

 

  • ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 15 ვაკანტური ადგილი;

 

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი:

 

  • ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 6 ვაკანტური ადგილი;

 

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

საბაკალავრო და მაგისტრატურის  საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ) სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატის და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში) / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი  და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან   მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

ზ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო) გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);

თ) ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანების ასლი;

ი) გამომშვებ უნივერსიტეტსა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროგრამის სწავლების ენის განსხვავების დროს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა დაადასტუროს შესაბამისი ენობრივი კომპეტენცია.

 

 

 

უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

 

ა) სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან  ნოტარიალურად დამოწმებული ასლი / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული  ასლი  და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);

გ) „სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ” ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);

დ) 1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

info@sportuni.ge

medicinareabilitacia@gmail.com  ნათია თოლორდავა 551379494

coaches.faculty@gmail.com ნინო ლორთქიფანიძე