/ სიახლე / ...

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

  • შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების მიერ განაცხადის გაკეთების ვადა - 6 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით;
  • ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საბაკალავრო საგანმამათლებლო პროგრამაზე მობილობის შემთხვევაში შიდა სპორტული ტური ჩატარდება 15 სექტემბერს 9:00 სთ-ზე.
  • სტუდენტთა კრედიტების აღიარება არაუგვიანეს 16 სექტემბრისა;
  • სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის ან უარის წერილობითი  დადასტურება 20 სექტემბრის ჩათლით;

 

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე და შემდგომ ჩარიცხული პირებისათვის, მობილობის წესით მიღება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით.

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მსურველი პირი ვალდებულია ჩაბარებული ჰქონდეს ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენა, ბიოლოგია და მათემატიკა/ფიზიკა ან ქიმია.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მსურველი პირი ვალდებულია ჩაბარებული ჰქონდეს ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენა, ისტორია ან მათემატიკა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

info@sportuni.ge

medicinareabilitacia@gmail.com  ნათია თოლორდავა 551379494

coaches.faculty@gmail.com ნინო ლორთქიფანიძე