საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფ ...
საქართველოს პირველი გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში უ ...
ყურადღება! ცხადდება კონკურსი
ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ აბიტურიენტთა საბუთების მიღება:
საბუთების მიღება განხორციელდება 2021 წლის 7 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე. ამავე ვადაში მოხდება ხელშეკრულების გაფორმება და სასწავლო კურსებზე რეგისტრაცია.
შექნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს როგორც დისტანციურად, ელექტრონული ფორმით, ასევე უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსში წარმოდგენით, მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 49.
გაითვალისწინეთ, რომ საბუთების დისტანციურად, ელექტორნული ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, სწავლის დაწყებამდე გევალებათ დოკუმენტების წარმოდგენა მატერიალური სახით.
რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული) ან დედანი;
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
- ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
სტუდენტმა სასწავლო კურსებზე რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს სწავლის საფასურის ნახევარის (1125 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სწავლის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს შემდეგ სახაზინო კოდზე:709027289. (გთხოვთ, მიუთითოთ სტუდენტის სახელი და გვარი)
არასრულწლოვანი აბიტურიენტის ხელშეკრულებას ხელს აწერს კანონიერი წარმომადგენელი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს
- მშობლის შემთხვევაში: მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი.
- მინდობილი პირის შემთხვევაში: მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დისტანციურად, ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში:
ჩამოტვირთეთ განმცხადების ფორმა.
- ფიზიკური აღზრდა და სპორტი- სარეგისტრაციო განცხადება
- ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია- სარეგისტრაციო განცხადება
- ბიზნესის ადმინისტრირება- სარეგისტრაციო განცხადება
-
ჩამოტვირთეთ ხელშეკრულება.
შეავსეთ თქვენთვის განკუთვნილი ველები, გააკეთეთ მასზე ცოცხალი ხელმოწერა და ელექტრონული სახით გადმოაგზავნეთ დოკუმენტაციასთან ერთად ელექტრონულ მისამართზე : registration@sportuni.ge
დოკუმენტაციის უნივერსიტეტში წარმოდგენის შემთხვევაში აუცილებელია, სტუდენტმა იქონიოს პირბადე და შენობაში შემოსვლის დროს გაიაროს უსაფრთხოების პროცედურები (ტემპერატურის გაზომვა, ხელების დეზინფექცია).
სასწავლო პროცესი დაიწყება 4 ოქტომბერს.
გისურვებთ წარმატებას!