საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფ ...
საქართველოს პირველი გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში უ ...
ყურადღება! ცხადდება კონკურსი
რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 14 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით
აპლიკანტებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წამოადგინონ დაწესებულების კანცელარიაში 12:00-დან 16 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), ან გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: teachers@sportuni.ge
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
ბ) უმაღლესი განათლების ან სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი (ნოტარიულად დამოწმებული);
გ) ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული ქულის მითითებით ან საგამოცდო ბარათი;
დ) ელექტრონული ფოტოსურათი (პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ფოტოსურათი (3x4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-დისკზე ჩაწერილი);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ვ) განცხადება რექტორის სახელზე - დანართი 1.
შიდასაუნივერსიტეტო ტური ჩატარდება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტში 25 სექტემბერს (ზუსტ დროსთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება საიტზე მიმდინარე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ).
შიდასაუნივერსიტეტო ტურის შეფასების კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 599 55 61 16