/ სიახლე / სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი უნგრეთში...

სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი უნგრეთში

2021 წლის 14 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში საერთაშორისო პარტნიორების დღეები და ინოვაციების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სადაც სპორტის უნივერსიტეტის  საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მთავარი სპეციალისტი  მარიამ მაისურაძე და ამავე უნივერსიტეტის ასისტენტი პროფესორი შოთა გოგიტაური იმყოფებოდნენ.

ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციაზე ასისტენტ პროფესორმა შოთა გოგიტაურმა წარადგინა მოხსენება თემაზე „შემოსავალი ბილეთების გაყიდვიდან“, რომელმაც ბევრი დადებითი შეფასება მიიღო.

ვიზიტის ფარგლებში მოეწყო სპეციალური შეხვედრები პარტნიორ, უნგრეთის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტის რექტორთან, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრაზე მხარეება ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და სხვადასხვა სახის გაცვლით პროგრამაზე, როგორც სტუდენტებისთვის ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.  დაიგეგმა შეხვედრები სამომავლო ერთობლივ პროგრამებზე და სხვა საერთაშორისო პროექტებზე, რომელსაც სპორტის უნივერსიტეტი თავის პარტნიორებთან ერთად განახორციელებს.

აღნიშნულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებთანაც   ასევე ვიმსჯელეთ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.  

სააქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2014 წლიდან არის უნგრეთის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტის პარტნიორი.