/ სიახლე / საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტს შორი...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

28 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში გამართული ღონისძიების ფარგლებში შეთანხმებას ხელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, სპორტის უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სიის თანახმად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, კურსდამთავრებულების და აქტიური სტუდენტების, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე ჩართულობას სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას, ფეხბურთის ფედერაციისა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.