/ სიახლე / შეხვედრა სპორტის უნივერსიტეტის და რომის სახელმწიფო უნივერსიტეტი ...

შეხვედრა სპორტის უნივერსიტეტის და რომის სახელმწიფო უნივერსიტეტი

29 ოქტომბერს ზუმის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა შეხვედრა სპორტის უნივერსიტეტის და რომის სახელმწიფო უნივერსიტეტის - "ფორო იტალიკოს"  წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მედეა მეტრეველი, იტალიური ენის მოწვეული პედაგოგი ომარ ფოსკი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მარიამ მაისურაძე. "ფორო იტალიკო"  -ს წარმომადგენლებს შორის იყვნენ ვიცე რექტორი პროფესორი ემანუელე ისიდორი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომელები პაოლა ტეტი და დიეგო ვიზენტინი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, რომელიც მოიცავს როგორც გაცვლით პროგრამებს ისე  სამეცნიერო  თანამშრომლობას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ორ უნივერსიტეტს შორის უახლოეს მომავალში იგეგმება.

რომის სახელმწიფო უნივერსიტეტი "ფორო იტალიკო" არის იტალიაში ერთადერთი უმაღლესი საწავლებელი, რომელიც ახორციელებს ფიზიკური ვარჯიშებისა და სპორტის    მეცნიერულ შესწავლას.