2025-03-26
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ახალი პრეზიდენტი ჰყ
2025-03-11
გენდერული თანასწორობა სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაშ
2025-03-05
საკონკურსო განაცხადი
სპორტის უნივერსიტეტისა და რომის სახელმწიფო უნივერსიტეტის - "ფორო იტალიკოს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა – პროფესორმა ჯემალ ძაგანიამ და „ფორო იტალიკოს“ ვიცე რექტორმა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით პროფესორმა ემანუელე იზიდორიმ.
მემორანდუმი ითვალისწინებს ორ უნივერსიტეტს შორის სხვადასხვა გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას, სამომავლოდ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას.
რომის ფორო იტალიკოს უნივერსიტეტი იტალიაში ერთადერთი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა სპორტისა და მოტორული მეცნიერებების მიმართულებით.