/ სიახლე / ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ...

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

25 იანვარს, საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციასა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმებას ხელი ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ქართველიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, სპორტის უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს ფედერაციის მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და თავის შესაძლებლობების ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს მხარეების მიერ ერთობლივად დაგეგმილ ყველა სპორტულ ღონისძიებაში.
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას, ფრენბურთის ფედერაციისა და სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.