2025-01-17
შიდა მობილობა!
2025-01-16
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
2025-01-16
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
მობილობის ვადები:
- ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge რეგისტრაცია - 2022 წლის 28 იანვრიდან - 2022 წლის 8 თებერვლის 18.00 საათამდე.
- დოკუმენტების მიღება - 2022 წლის 11 თებერვლიდან 2022 წლის 16 თებერვლის ჩათვლით.(დოკუმენტეციის წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული სახით ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე );
- სტუდენტთა კრედიტების აღიარება - არაუგვიანეს 2022 წლის 17 თებერვლისა.
- ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება სამართლებრივი აქტის პროექტის საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში ელექტრონულად ასახვა 2022 წლის 11 თებერვლიდან - 2022 წლის 18 თებერვლის ჩათვლით.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მობილობის უფლების მოპოვების შემდეგ:
საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- განცხადება რექტორის სახელზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სასწავლო ბარათის ასლი/ამონაწერი;
- ატესტატი ან ატესტატის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული);
- სამხედრო მიწერის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
- უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის).
- ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე ბრძანების ასლი და გამომშვებ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების ასლი.
- გამომშვებ უნივერსიტეტსა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროგრამის სწავლების ენის განსხვავების დროს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა დაადასტუროს შესაბამისი ენობრივი კომპეტენცია.
ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
საბაკალავრო პროგრამებზე
- განცხადება რექტორის სახელზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სასწავლო ბარათი (დედანი);
- ატესტატი ან ატესტატის ასლი ნოტარიულად დამოწმებული;
- სამხედრო მიწერის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
- უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);
- გამომშვები უნივერსიტეტიდან ამორიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
- 1 ფოტოსურათი 3X4CD დისკთან ერთად.
საკონტაქტო ინფორმაცია:
coaches.faculty@sportuni.ge ნინო ლორთქიფანიძე
phmrfaculty@sportuni.ge ნათია თოლორდავა