/ სიახლე / ასოცირებული პროფესორი ნინო ძაგანია ერაზმუს + აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში...

ასოცირებული პროფესორი ნინო ძაგანია ერაზმუს + აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვარშავის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

3-9 აპრილს ასოცირებული პროფესორი ნინო ძაგანია ერაზმუს + აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა  ვარშავის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტში (Academia Wychowania Fizycznego). მან ლექციები (ინგლისურ ენაზე) წაიკითხა სპორტის სოციოლოგიის მიმართულებით. სალექციო კურსი სამ საკითხს მოიცავდა: სპორტი, როგორც გლობალური სოციალური ფენომენი; სპორტის სოციალური ფუნქციები; სპორტის სოციალური თეორიები; ლექციებს ძირითადად ერაზმუსის პროგრამის მონაწილე საერთაშორისო სტუდენტები ესწრებოდნენ, მათ შორის იტალიიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ინდოეთიდან.

ვარშავის სპორტის უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში ასოცირებული  პროფესორი ნინო ძაგანია გაეცნო სასწავლო დაწესებულების სტრუქტურას, საგანმანათლებლო პროგრამებს. დაათვალიერა სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები და სპორტული დარბაზები, თეორიული მეცადინეობებისთვის განკუთვნილი აუდიტორიები. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში სახელმწიფო  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებლებში სწავლა   უფასოა.

ვარშავის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტი 58 ჰექტარზეა გაშენებული. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საცურაო აუზი, ფეხბურთისა და რაგბის მოედნები, ჩოგბურთის 4 კორტი, აღმოსავლური ორთაბრძოლების მინი სასახლე,  სპორტთამაშების დარბაზები, ბიბლიოთეკა.  უნივერსიტეტს აქვს  800 სტუდენტზე გათვლილი სამი საერთო საცხოვრებელი და ერთი 12 სართულიანი კორპუსი, სადაც პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული პედაგოგები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ.

როგორც ჩვენს უნივერსიტეტში, ვარშავის ფიზიკური აღზრდის უნვერსიტეტშიც  ორი ფაკულტეტი ფუნქციონირებს -  ფიზიკური აღზრდისა და ფიზიკური რეაბილიტაციის, სადაც შემდეგ პროგრამებს ეუფლებიან: ფიზიკური აღზრდა, სპორტი, ტურიზმი და რეკრეაცია, პერსონალური მწვრთნელი, ფიზიოთერაპია, ოკუპაციური თერაპია, საექთნო საქმე, კოსმეტოლოგია. უნივერსიტეტში 5000 სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 300 უცხოელი. აკადემიური პერსონალის რაოდენობა 530-ს შეადგენს.

ვიზიტის ფარგლებში მგაიმართა შეხვედრები საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებთან. ასევე, აკადემიურ პერსონალთან, რომლებიც სპორტის სოციოლოგიის მიმართულებით მუშაობენ. შეხვედრები ძალაინ საინტერესო და ნაყოფიერი იყო, მით უფრო, რომ პოლონეთს სპორტის სოციოლოგიის მიმართულებით საკმაოდ გამოცდილი ავტორები და მკვლევარები ჰყავს.  ასოცირებული პროფესორი ნინო ძაგანია დაესწრო ასევე პროფესორ ნატალია ორგანისტას ლექციას.  შეხვდა  ფიზიკური რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანს, რომელთანაც სასწავლო პროგრამისა და კურიკულუმის შესახებ ისაუბრეს.  ვიზიტის ბოლოს  ნინო ძაგანია შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს,  რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა.

Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული იყო პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობისა და სამზარეულოს გაცნობაც.  დაიგეგმა რამდენიმე ექსკურსია, მათ შორის სპორტის მუზეუმში, რომელიც პოლონეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაშია განთავსებული, ლაზენკის სამეფო მუზეუმში. ასევე  შოპენის მუზეუმსა და სამეფო ციხე-სიმაგრეში.

 

2
3
4
5
6
7
8
9
10