შიდა მობილობა!
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
ცხადდება მობილობა 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის
მობილობის მსურველი სტუდენტების ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/
რეგისტრაციის ვადა - 22 აგვისტოდან 7 სექტემბრის 18.00 საათამდე.
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი) საბაკალავრო პროგრამაზე გადმოსვლის მსურველთათვის სპორტული (შიდა) ტურის გავლა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი ვერ მიიიღებს მობილობის პროცესში მონაწილეობას.
სპორტულ (შიდა) ტურში მონაწილეობის მიღების მიზნით სტუდენტი ვალდებულია 22 აგვისტოდან 1 სექტემბრის 16:00 საათის ჩათვლით გაიაროს რეგისტრაცია სპორტული (შიდა) ტურზე მონაწილეობის მიღების მიზნით. რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის /პასპორტის ასლი;
- ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N100);
- მისაღებ სპორტულ ტურზე მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დანიშნულებაში სტუდენტის პირადი ნომრის, სახელის და გვარის მითითებით;
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/3SvsX8zNpdh7oYN98
ან გადმოაგზავნეთ განცხადება (იხ. განცხადების ნიმუში) თანდართული დოკუმენტებით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე registration@sportuni.ge , ან მატერიალური სახით წარმოადგინეთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.
მისაღებ სპორტულ ტურში მონაწილეობის საფასურია 10 ლარი. თანხის შეტანა ხდება სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახაზინო კოდზე: 709 027 519;
შიდა სპორტული ტური ჩატარდება 2 სექტემბერს 9:00 სთ-ზე (მხოლოდ ,,ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი) საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მსურველებისთვის. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. N49);
დოკუმენტების უნივერსიტეტში წარდგენა - 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით (დოკუმენტეციის წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული სახით info@sportuni.ge
სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 13 სექტემბრიდან - 21 სექტემბრის ჩათვლით;
სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის ან უარის წერილობითი დადასტურება 13 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათლით;
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე და შემდგომ ჩარიცხული პირებისათვის, მობილობის წესით მიღება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით.
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მსურველი პირი ვალდებულია ჩაბარებული ჰქონდეს ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენა, ბიოლოგია და მათემატიკა/ფიზიკა ან ქიმია.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
საბაკალავრო და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატის და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში) / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
ზ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო) გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);
თ) ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანების ასლი;
ი) გამომშვებ უნივერსიტეტსა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროგრამის სწავლების ენის განსხვავების დროს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა დაადასტუროს შესაბამისი ენობრივი კომპეტენცია.
უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლი / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);
გ) „სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ” ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);
დ) 1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.
საკონტაქტო ინფორმაცია:
phmrfaculty@sportuni.ge ნათია თოლორდავა 551379494
coaches.faculty@sportuni.ge ნინო ლორთქიფანიძე 577907766