შიდა მობილობა!
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
მიღება სამაგისტრო პროგრამებზე!
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2022-2023 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
- ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი) - მისაღები რაოდენობა 8
- ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია - მისაღები რაოდენობა 6
- სპორტის მენეჯმენტი - მისაღები რაოდენობა 8
საბუთების წარმოდგენის ვადა:
30 აგვისტოდან 16 სექტემბერის ჩათვლით 10:00 სთ-დან 18:00 საათამდე.
სწავლის საფასური - 2250 ლარი
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება (ივსება ადგილზე)
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაძლებელია ნოტარიულად დამტკიცებული ასლის წარმოდგენა) ან ცნობა შესაბამისი საფეხურის დამთავრებისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი
- ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
- ფოტოსურათი 3x4 (CD)
საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდები ჩატარდება ორ ეტაპად:
- გამოცდა სპეციალობაში 19 სექტემბერი 11:00 სთ-დან სამივე საგანმანათლებლო პროგრამაზე (გამოცდა ჩატარდება დისტანციურად Zoom პლატფორმის მეშვეობით (ონლაინ რეჟიმში);
საგამოცდო საკითხები იხილეთ შემდეგ ბმულზე:
გამოცდა ინგლისურ ენაში:
20 სექტემბერი 11:00 სთ-დან;
პირი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს, განთავისუფლებულია შესაბამისი გამოცდიდან.
შედეგები გამოცხადდება 22 სექტემბერს
სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა იწარმოებს 23 და 26 სექტემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
აპელაციის და საბოლოო შედეგები გამოცხადება 28 სექტემბერს.
ხელშეკრულებები გაფორმება 29-20 სექტემბერს.
დოკუმენტების წარმოდგენა:
- ფიზიკური აღზრდა და სპორტის (მწვრთნელი) და სპორტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა საბუთები უნდა წარმოადგინოს თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 49-ში (ფეხბურთის სტადიონის მიმდებარედ არსებულ კორპუსში). საკონტაქტო პირი : ნინო ლორთქიფანიძე ტელ: 577 907 766
- ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სამაგისტო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა საბუთები უნდა წარმოადგინოს თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას. ქ.) N 26 (მე-5 სართული). ნათია თოლორდავა ტელ: 551 379 394
აპლიკანტებმა დოკუმენტაცია ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ ონლაინ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@sportuni.ge (იხ. განცხადების ფორმა)