2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპ ...
ცხადდება კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ ...
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ აბიტურიენტთა საბუთების მიღება:
საბუთების მიღება განხორციელდება 2022 წლის 5 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (შესვენება 13:00- 14:00).
საბუთების მიღების დროს მოხდება ხელშეკრულების გაფორმება.
რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- დაბადების მოწმობის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული) ან დედანი;
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
- 1 ფოტოსურათი 3X4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
- პირველი სემესტრის საფასურის (1125ლ) გადახდის ქვითარი;
არასრულწლოვანი აბიტურიენტის ხელშეკრულებას ხელს აწერს კანონიერი წარმომადგენელი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს
- მშობლის შემთხვევაში: მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი.
- მინდობილი პირის შემთხვევაში: მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით:
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი); ბიზნესის ადმინისტრირება და სპორტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულმა აბიტურიენტებმა უნდა მიმართონ ი. ჭავჭავაძის გამზ. 49-ში ვაკის ფეხბურთის სტადიონთან არსებულ სასწავლო კორპუსს;
ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულმა აბიტურიენტებმა უნდა მიმართონ ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N26 ში არსებულ კორპუსს (V სართული).
სასწავლო კურსებზე რეგისტრაციის მიზნით, სავალდებულოა პირველი სემესტრის საფასური 1125 ლარის გადახდა, შემდეგ ანგარიშზე: 709027289 (აუცილებელია სტუდენტის სახელის და გვარის მითითება)
სასწავლო პროცესი დაიწყება 3 ოქტომბერს.
გისურვებთ წარმატებას!