შიდა მობილობა!
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
ბრძანება 01-84
„სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლისთვის მწვრთნელისა და სპორტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე პირველ კურსზე ჩარიცხული აბიტურიენტების დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებისა და მიღებაზე პასუხისმგებელი პირების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №19/ნ (18.02.2011) ბრძანებით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 ოქტომბრის N01/745 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2022 წლის 30 აგვისტოს N 121/22 ბრძანების საფუძველზე,
ვბრძანებ:
- პირველ კურსზე ჩარიცხული სტუდენტების საბუთების წარდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 5 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით;
- წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- დაბადების მოწმობის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული) ან დედანი;
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
- 1 ფოტოსურათი 3X4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
- პირველი სემესტრის საფასურის (1125ლ) გადახდის ქვითარი;
3.არასრულწლოვანი აბიტურიენტის ხელშეკრულებას ხელს აწერს კანონიერი წარმომადგენელი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს
- მშობლის შემთხვევაში: მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი.
- მინდობილი პირის შემთხვევაში: მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.