გენდერული თანასწორობა სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაშ
საკონკურსო განაცხადი
3 მარტი დასვენების დღეა
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება დაიწყო და გაგრძელდება 30 სექტემბრის ჩათვლით!
აპლიკანტებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წამოადგინოს მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანატში 11.00-დან 17 საათამდე ან გამოაგზავნოს ელ.ფოსტაზე: teachers.reg@sportuni.ge
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
ბ) უმაღლესი განათლების ან სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი (ნოტარიულად დამოწმებული);
გ) ელექტრონული ფოტოსურათი (3x4);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ე) განცხადება რექტორის სახელზე - დანართი 1.
შიდასაუნივერსიტეტო ტური ჩატარდება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტში 2 ოქტომბერს 10:00 სთ-ზე ი. ჭავჭავაძის გამზ. N49 ფეხბურთის მინი მოედანი.
შედეგების გამოცხადება 3 ოქტომბერი.
აპელაციაზე განცხადების წარმოდგენა იწარმოებს 4 ოქტომბერს.
ხელშეკრულების გაფორმების ვადა არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა.
შიდასაუნივერსიტეტო ტურის შეფასების კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.