შიდა მობილობა!
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის უნივერსიტეტის პროექტმა „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წარადგინა და გაიმარჯვა „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, პროექტით: „გენდერული თანასწორობის ინკლუზიური გეგმა სპორტული განათლებისა და კვლევებისთვის“. პროექტი მიზნად ისახავს სპორტის უნივერსიტეტების/ფაკულტეტების მხარდაჭერას გენდერული თანასწორობის ინკლუზიური გეგმების (GEP) დახვეწასა და განხორციელებას. პროექტის კოორდინატორია ევროპის განათლების ფონდი (საფრანგეთი), რაც შეეხება პროექტის პარტნიორებს, სპორტის უნივერსიტეტთან ერთად ჩართულები არიან გოტენბურგის უნივერსიტეტი (შვედეთი), სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრი (საბერძნეთი), ბანია ლუკას უნივერსიტეტი (ბოსნია და ჰერცეგოვინა), ლუბლიანას უნივერსიტეტი (სლოვენია), ჩარლზის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), „ვასილ ლევსკის“ ეროვნული სპორტის აკადემია (ბულგარეთი), ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტი (ლიეტუვა), ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი (რუმინეთი), ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოლდოვა). აღნიშნული პროექტი 30 თვის განმავლობაში განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობების, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა და ღონისძიებების ჩატარება. უნივერსიტეტმა პირველ ეტაპზე შეიმუშავა გენდერული თანასწორობის გეგმა და ასევე შექმნა გენდერული საკითხების კომისია. გენდერული თანასწორობის გეგმის განსახორციელებლად გამოყოფილი იქნება კონკრეტული ბიუჯეტი და ჩატარებული იქნება გენდერული ექსპერტიზა.