2025-02-12
2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპ ...
2025-01-30
ცხადდება კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ ...
2025-01-29
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
დეკანების არჩევნები
2023 წლის 1 მაისს გაიმართოს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.
2023 წლის 2 მაისს გაიმართოს მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.
დაინტერესებულმა პირებმა კანდიდატად რეგისტაციის მიზნით 3 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით წარადგინონ განცხადება (რომელიც ივსება ადგილზე) უნივერიტეტის ცენტრლური საარჩევნო კომისიის სახელზე საკუთარი სახელით, საცხოვრებელი მისამართის, საკონტაქტო ნომრის და ელ.ფოსტის მითითებით. ასევე:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, დადგენილი წესით დამოწმებული;
- სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი,
- ფაკულტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,
- ავტობიოგრაფია (CV);
- ორი ფოტოსურათი 3X4;
- ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
- ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ
აღნიშნული საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში მის: თამარაშვილის ქ. N4ა მე-III სადარბაზო მე-3 სართული (10:00 საათიდან 17:00 საათამდე)