/ სიახლე / სპორტის უნივერსიტეტს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლატვიის სპორტული განათლების აკადემიი...

სპორტის უნივერსიტეტს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლატვიის სპორტული განათლების აკადემიის აკადემიური პერსონალი ეწვია

4 აპრილიდან 8 აპრილის  ჩათვლით სპორტის უნივერსიტეტს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლატვიის სპორტული განათლების აკადემიის აკადემიური პერსონალი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პროფესორები ინგრიდა სმუკა და ინგა ლიეპინა შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ ჯემალ ძაგანიას. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო პროექტები რომლებსაც უნივერსიტეტები ერთობლივად განახორციელებენ. პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის წარმოადგინეს პრეზენტაცია ლატვიის სპორტული განათლების აკადემიის შესახებ და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს.

ლატვიის სპორტული განათლების აკადემია სპორტის უნივერსიტეტის პარტნიორია და  მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა და განხორციელდება მობილობა, როგორც სტუდენტების ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.