/ სიახლე / III საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია ...

III საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი 2023 წლის 27-28 აპრილს ჩაატარებს III საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციას „ჯანმრთელობა და სპორტი“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, როგორც საქართველოდან ისევე უცხოეთიდან.

  • კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ რეჟიმში Zoom-ის პლატფორმაზე.
  • კონფერენციაზე განიხილება სპორტსმენთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემების ფართო სპექტრი.
  • კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.
  • პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო შეადგენს 15 წუთს: 10 წუთი მოხსენებისთვის და 5 წუთი კითხვა-პასუხებისთვის.
  • სტატიები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: medicinareabilitacia@gmail.com .
  • სტატიების მიღება დაიწყება 2023 წლის 6 მარტს.
  • სტატიის გაგზავნის ბოლო ვადა: 10 აპრილი, 2023.

 

სტატიის გაფორმების მოთხოვნები:

  1. სტატიის მოცულობა - 6 სრულ გვერდამდე А4 ფორმატში (მინიმუმ 3 გვერდი), მათ შორის გამოყენებული ლიტერატურის სია, ცხრილები და სურათები.
  2. ტექსტის რედაქტირება: Microsoft Word 2010/2013/2016.
  3. გვერდის საზღვრები ყველა მხრიდან - 2.0 სმ.
  4. შრიფტი: Sylfaen, ზომა - 12 pt.
  5. ხაზებს შორის ინტერვალი - 1, გასწორება გვერდის სიგანეზე. აბზაცები უნდა იწყებოდეს 1.0 სმ-ის დაშორებით.
  6. სტატიის სათაური და ქვესათაურები უნდა იყოს აკრეფილი სქელი შრიფტით და ცენტრში განთავსებული.
  7. უნდა იყოს მითითებული ყველა ავტორის სახელი და გვარი, სამეცნიერო წოდება და ხარისხი, ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, მთავარ ავტორს უნდა ჰქონდეს აგრეთვე მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი.
  8. სტატიას უნდა ჰქონდეს მოკლე (150-250 სიტყვა) აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე და 4-6 საკვანძო სიტყვა.
  9. ტექსტში გამოყოფილი უნდა იყოს შემდეგი სექციები: შესავალი, ამოცანები, მასალები და მეთოდები, კვლევის შედეგები, განხილვა, დასკვნა და ლიტერატურის სია.
  10. ლიტერატურის სია პირველი ავტორების გვარების მიხედვით ანბანით უნდა იყოს დალაგებული (მაქსიმუმ 6 წყარო). მიუთითეთ ჯერ ქართული, შემდეგ რუსული და ბოლოს ლათინურენოვანი წყაროები (ავტორების გვარები და ინიციალები, სტატიის სათაური, ჟურნალის დასახელება, წელი, ჟურნალის ნომერი, პირველი და ბოლო გვერდები). მონოგრაფიის შემთხვევაში მიუთითეთ გამოცემის წელი, ადგილი და გვერდების რაოდენობა. ტექსტში კვადრატულ ფრჩხილებში უნდა მიუთითოთ ციტირებული ავტორის შესაბამისი ნომერი ლიტერატურის სიის მიხედვით.

კონფერენციის სტატიები შემოწმდება პლაგიატზე.