შიდა მობილობა!
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
რექტორის არჩევნების გამოცხადების შესახებ
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
დადგენილება N 5
25.12 2023 წ.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის– საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 22-ე მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2013 წლის 15 ოქტომბრის N01/745 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების“ მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის, პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტების, სსიპ „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის“ საარჩევნო დებულების მე-5 თავის მე-10, მე-11 და მე-12 მუხლების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის №-5 დადგენილების (ოქმი N13) საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს არჩევნები, დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს „სსიპ -„საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ” განცხადების ტექსტი №1 დანართის შესაბამისად.
2.სსიპ–საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედმა საარჩევნო კომისიამ ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებთან დაკავშირებით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები აკადემიური საბჭოს დავალებების შესაბამისად.
3. სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების შესახებ განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და განთავსდეს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილებზე (საინფორმაციო დაფებზე);
4.წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5.დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
დანართი №1
განცხადება
სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ
1.რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 9 იანვარს.
2.რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2024 წლის 12 თებერვლის 11 საათიდან და რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვროს2024 წლის 29 თებერვლის 17:00 საათი - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N4-ა, მე-3 სადარბაზო, მესამე სართული, ოფისი №50, სარეგისტრაციო განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: info@sportuni.ge;
3.კანდიდატთა სამოქმედო გეგმის მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართოს 2024 წლის 7 მარტს.
4.რექტორის არჩევნები ჩატარდეს 2024 წლის 12 მარტს.
რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა, ამ განცხადების მესამე პუნქტში მითითებულ ვადაში სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს:
1.განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე.
2.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
3.ავტობიოგრაფია (CV).
4.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5.უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა.
6. 2 ფერადი ფოტო სურათი(3X4).
7.ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
8. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.