შიდა მობილობა!
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები
საქართველოს ფიზიკური არზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად პრეტენდენტთა რეგისტრაცია დასრულდა 2024 წლის 29 თებერვალს 17.00 საათზე. აკადემიური საბჭოს მიერ შემოსული განცხადებების განხილვისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის არჩევის დღედ განისაზღვრა 2024 წლის 12 მარტი. რეგისტრირებული კანდიდატები: ტრისტან გულბიანი ალექსანდრე კოპალიანი რექტორობის კანდიდატების მოსმენა გაიმართება 2024 წლის 7 მარტს თამარაშვილის ქ. N4-ა. აკადემიური საბჭოს 2024 წლის 29 თებერვლის სხდომის (ოქმი N16) გადაწყვეტილებით მოსმენის რიგითობა დადგინდა განცხადებების შემოტანის რიგის შესაბამისად: 1.ტრისტან გულბიანი 15.00 საათი 2. ალექსანდრე კოპალიანი 16.00 საათი აკადემიური საბჭოს ამავე სხდომის გადაწყვეტილებით განხორციელ- დება რექტორობის კანდიდატების მოსმენის პროცესის ვიდეო-ჩაწერა. დამკვირვებლად რეგისტრაციის მსურველმა უნდა წარმოადგინოს; (ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, (ბ) საკონტაქტო ინფორმაცია (გ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი 2024 წლის 11მარტის 13:00 საათამდე. რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N4 -ა, სპორტის უნივერსიტეტის კანცელარია.