/ სიახლე / სპორტის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამამ ,,ფიტნესი და ჯანმრთელობა“ აკრედიტაცია მიიღო...

სპორტის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამამ ,,ფიტნესი და ჯანმრთელობა“ აკრედიტაცია მიიღო

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტის უნივერსიტეტის - ,,ფიტნესი და ჯანმრთელობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას კლასტერის ვადით აკრედიტაცია მიენიჭა✅
აღნიშნული ადასტურებს ინსტიტუციის მზაობას ჰქონდეს ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამა, რომელიც შედგენილია საქართველოს და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.
პროგრამის სწავლის შედეგი ითვალისწინებს ხელი შეუწყოს ადამიანის მრავალმხრივ ფიზიკურ განვითარებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ან მხარდაჭერას✅
ერთიანი ეროვნული გამოცდებით პროგრამაზე ჩარიცხვას აბიტურიენტები მიმდინარე წელს შეძლებენ✅
დიდი მადლობა სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს, პარტნიორ ორგანიზაციებს და სპორტულ ფედერაციებს პროგრამის განვითარების მიზნით გაწეული შრომისთვის✅