/ სიახლე / შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა...

შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა

სპორტის უნივერსიტეტის 2024 - 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა

 

სპორტის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას სამ საბაკალავრო და სამ სამაგისტრო პროგრამაზე:

ბაკალავრი:

1. ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი)

2. ბიზნესის ადმინისტრირება სპორტის მენეჯმენტი

3. ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია

 

მაგისტრატურა:

1. ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი)

2. ბიზნესის ადმინისტრირება სპორტის მენეჯმენტი

3. ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია

 

მობილობის ეტაპები:

1.       21 აგვისტოდან – 9 სექტემბრის 18:00 საათამდემობილობის წესით ჩასარიცხ პირთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/ რეგისტრაციის და მობილობის საფასურის გადახდის ვადა;

  1. 12 სექტემბრიდან - 18 სექტემბრის 17:00 საათამდემობილობის მსურველი სტუდენტის მიერ მობილობისთვის განსაზღვრული დოკუმენტაციის სპორტის უნივერსიტეტში წარმოდგენა;
  2. 12 სექტემბრიდან - 20 სექტემბრის ჩათვლითკრედიტების აღიარება;
  3. 12 სექტემბრიდან - 20 სექტემბრის ჩათვლითსტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის ან უარის წერილობითი  დადასტურება

 

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

 

  • განცხადება; (ივსება ადგილზე); იმ შემთხვევაში თუ რეგისტრირდებით Online გთხოვთ ჩამოტვირთოთ მიმაგრებული ფაილი - „განცხადება - 1“, შეავსოთ და დანარჩენ საბუთებთან ერთად გადმოაგზავნოთ)
  •       პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  •   სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
  •       სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატის და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში) / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი  და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);
  •       სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  •       სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან   მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
  •       უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო) გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);
  •       ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანების ასლი;
  •       გამომშვებ უნივერსიტეტსა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროგრამის სწავლების ენის განსხვავების დროს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა დაადასტუროს შესაბამისი ენობრივი კომპეტენცია.

 

მობილობისთვის განსაზღვრული დოკუმენტაციის სპორტის უნივერსიტეტში წარმოდგენა შესაძლებელია - 12 სექტემბრიდან - 18 სექტემბრის 17:00 საათამდე

·         პროგრამებისთვის: ფიზიკური აღზრდა და სპორტი ასევე ბიზნესის ადმინისტრირება სპორტის მენეჯმენტის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ: ვაჟა-ფშაველას გამზ.76 ბ, (ახალგაზრდობის სააგენტოს შენობა) მე-2 სართული.

 

·         ხოლო პროგრამა: ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის დოკუმენტაცია: ანა პოლიტკოვსკაიას 26, (სოხუმის უნივერსიტეტი) მე-5 სართული

 

პირველადი რეგისტრაციის გავლა ასევე შესაძლებელია Online. დასკანერებული და სრულყოფილი საბუთები გამოაგზავნეთ  შესაბამის მისამართზე:

·         ფიზიკური აღზრდა და სპორტი - coaches.faculty@sportuni.ge

·         ბიზნესის ადმინისტრირება სპორტის მენეჯმენტი - coaches.faculty@sportuni.ge

·         ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია - phmrfaculty@sportuni.ge

 

 

ყურადღება !!!

 

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი) საბაკალავრო პროგრამაზე გადმოსვლის მსურველთათვის სპორტული (შიდა) ტურის გავლა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი ვერ მიიიღებს მობილობის პროცესში მონაწილეობას.

სპორტული (შიდა) ტურში მონაწილეობის მიღების მიზნით სტუდენტი ვალდებულია დამატებით გაიაროს რეგისტრაცია სპორტული (შიდა) ტურზე მონაწილეობის მიღების მიზნით 21 აგვისტოდან - 30 აგვისტოს 16:00 საათის ჩათვლით - მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზ.76 ბ, (ახალგაზრდობის სააგენტოს შენობა) მე-2 სართული.

სპორტული ტურისთვის რეგისტრაციის საბუთები ასევე შესაძლებელია Online - გაიგზავნოს მისამართზე: coaches.faculty@sportuni.ge

სპორტული ტურის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  •   განცხადება (ივსება ადგილზე, იმ შემთხვევაში თუ რეგისტრირდებით Online გთხოვთ ჩამოტვირთოთ მიმაგრებული ფაილი - „განცხადება - 2“, შეავსოთ და დანარჩენ საბუთებთან ერთად გადმოაგზავნოთ)   
  •           პირადობის დამადასტურებელი მოწმობის /პასპორტის ასლი;
  •       ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N100); 

 მისაღებ სპორტულ ტურზე მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დანიშნულებაში სტუდენტის პირადი ნომრის, სახელის და გვარის მითითებით;

მისაღებ სპორტულ ტურში მონაწილეობის საფასურია 10 ლარი. თანხის შეტანა ხდება სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახაზინო კოდზე: 709 027 519;

შიდა სპორტული ტური ჩატარდება 2 სექტემბერს 10:00 სთ-ზე (გამოცდა ეხება მხოლოდ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი) საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მსურველებს). მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. N49 (ვაკის საფეხბურთო ცენტრის სტადიონი)

შიდა სპორტული ტური მოიცავს სამ ნორმატივს: სირბილი 100 მეტრზე; ადგილიდან სიგრძეზე ხტომა; ძელზე აზიდვა;

 

ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მსურველი პირი ვალდებულია ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული ჰქონდეს:

  •           ქართული ენა და ლიტერატურა;
  •       უცხო ენა;
  •       ბიოლოგია;
  •       მათემატიკა ან ფიზიკა ან ქიმია;

სხვა დანარჩენ პროგრამებზე სავალდებულო წინაპირობა არ არის!

 

სპორტის უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: 

1.       სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);

 სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან  ნოტარიალურად დამოწმებული ასლი / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული  ასლი  და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);

  •    „სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ” ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);
  •  1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.
  • მობილობის მსურველმა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს შემდეგ მისამართზე:

·         პროგრამებისთვის: ფიზიკური აღზრდა და სპორტი ასევე ბიზნესის ადმინისტრირება სპორტის მენეჯმენტის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ: ვაჟა-ფშაველას გამზ.76 ბ, (ახალგაზრდობის სააგენტოს შენობა) მე-2 სართული.

             საკონტაქტო ინფორმაცია: coaches.faculty@sportuni.ge ნინო ზაქარიაშვილი 551 68 44 84

 

·         ხოლო პროგრამა: ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის დოკუმენტაცია: ანა პოლიტკოვსკაიას 26, (სოხუმის უნივერსიტეტი) მე-5 სართული

             საკონტაქტო ინფორმაცია: phmrfaculty@sportuni.ge ელისო მურვანიძე 599 232 237

 

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე და შემდგომ ჩარიცხული პირებისათვის, მობილობის წესით მიღება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით.

 

გისურვებთ წარმატებებს !